ჩვენ სიმშვიდე არ გვიწერია, თუ წავეპოტინებით ჩრდილოეთს - მამა პეტრე რუსული კანონის წინააღმდეგ აქციას შეუერთდა

15.04.24 19:38
ჩვენ სიმშვიდე არ გვიწერია, თუ წავეპოტინებით ჩრდილოეთს - მამა პეტრე რუსული კანონის წინააღმდეგ აქციას შეუერთდა

რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციას მამა პეტრე კოლხიც უერთდება - დეკანოზი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხელის შეშლისთვის სრულ პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს.

სასულიერო პირი პირდაპირ აცხადებს, რომ კანონის დამტკიცების შემთხვევაში, საქართველო ჩრდილოეთს, ოკუპანტ ქვეყანას დაუახლოვდება, რაც მისი თქმით, ყოვლად დაუშვებელია - "ჩვენ სიმშვიდე არ გვიწერია, თუ წავეპოტინებით ჩრდილოეთს" - ამბობს კოლხი.

დეკანოზი მოქალაქეებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს ადგილი, მხოლოდ და მხოლოდ, ევროპაშია.

ვფიქრობ, რომ რუსეთის წინააღმდეგ უნდა გაერთიანდეს სხვა დანარჩენი მსოფლიო, ვინაიდან ჩვენ სიმშვიდე არ გვიწერია, თუ წავეპოტინებით ჩრდილოეთს, რადგან ჩვენ გვაქვს ისტორიული გამოცდილება, რომ რუსეთი ყოველთვის ხელს უშლიდა საქართველოს გაერთიანებას, საქართველოს ცივილურ განვითარებას და წინსვლას. ჩვენ უნდა დავბრუნდეთ ჩვენს ნამდვილ ოჯახში. ეს არის სულხან-საბა ორბელიანის გზა, გზა ევროპისაკენ", - ამბობს პეტრე კოლხი.

მსგავსი სიახლეები