"არა რუსულ კანონს" - საპროტესტო აქცია ბათუმშიც დაიწყო
რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია ბათუმშიც მიმდინარეობს - ერას მოედანზე პოლიტიკოსები, სტუდენტები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები არიან შეკრებილნი.
ადგილზე მისული ადამიანები სკანდირებენ "არა რუსულ კანონს, კი ევროპას". მოქალაქეებს ერას მოედანზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი. საზოგადოება "ქართულ ოცნებას" საშიში კანონის უკან წაღებას სთხოვს.