სამთავრობო კვარტალი სპეცდანიშნულების რაზმების ალყაშია - ემზადება თუ არა ოცნება სადამსჯელო ოპერაციის გასამეორებლად
სამთავრობო კვარტალი სპეცდანიშნულების რაზმების ალყაშია. მთავრობის ადმინისტრაცია, პარლამენტის შიდა პერიმეტრი და სახელმწიფო დაცვის სამსახურის შენობა. ვახტანგ გომელაურმა უპრეცენდტო ზომებს მიმართა. დილიდან სამთავრობო შენობებში ავტობუსებით შეიყვანეს საგანგაბო დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, განსაკუთრებული მობილიზებაა 9 აპრილის ქუჩაზე. სპეცრაზმელებს დღეს ახალი ეკიპირება დაურიგეს - ხელკეტები და ფარები.
ემზადება თუ არა ოცნება ერთი წლის წინანდელი სადამსჯელო ოპერაციის გასამეორებლად, როდესაც მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ მხუთავი აირით შეიარაღებული რობოკოპები და წყლის ჭავლის მანქანები გამოიყვანეს, რასაც აქციის მონაწილეებთან დაპირისპირება მოყვა. ფაქტია, რომ ძალოვნების სრული კონცენტრაცია ამ წუთებში რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზეა.