"გაიწვიეთ საშიში კანონი" - აუდიტორიების ნაცვლად საპროტესტო აქციაზე, ახალგაზრდები გაჩერებას არ აპირებენ

15.04.24 20:14
 "გაიწვიეთ საშიში კანონი" - აუდიტორიების ნაცვლად საპროტესტო აქციაზე,  ახალგაზრდები გაჩერებას არ აპირებენ

აუდიტორიების ნაცვლად საპროტესტო აქციაზე. "გაიწვიეთ საშიში კანონი" - ამ მოწოდებით მოვლენების ეპიცენტრში სტუდენტები არიან. ახალგაზრდები, რომლებიც ხელისუფლებამ იძულებული გახადა, გარეთ გამოსულიყვნენ. ერთი წლის შემდეგ ასეულობით სტუდენტი ისევ შეეცდება ივანიშვილის გუნდს საკუთარი ძალა აჩვენოს და რუსულ კანონზე ისევ უარი ათქმევინოს.

პარლამენტის  მიმდებარე ტერიტორია ახალგაზრდებით გადავსებულია. მათ შეკრება ჯერ კიდევ დილით დაიწყეს, როდესაც კანონპროექტის განხილვის პარალელურად საპროტესტო მსვლელობით პარლამენტთან მივიდნენ. "არ დავიღლებით" - ამბობენ სტუდენტები და ხელისუფლებას ეუბნებიან, რომ სახლში წასვლას არ აპირებენ, ვიდრე მიზანს არ მიაღწევენ.

ანა მდივანი იმყოფება მათთან ერთად - რა არის ახალგაზრდების მთავარი სათქმელი და რა გეგმა აქვთ მათ?

მსგავსი სიახლეები