"არ შევეგუებით საქართველოს გარუსების მცდელობას, არ გვეშინია" - გაბრაზებული ხალხის გზავნილი "ოცნებას"
ქართველი ხალხი უკან დახევას არ აპირებს. "არ შევეგუებით საქართველოს გარუსების მცდელობას, ჩვენი ბედი ახლა რუსთაველზე წყდება" - ამბობენ ადამიანები, რომლებიც მასშტაბური პროტესტის ეპიცენტრში დგანან. მშობლები შვილებთან ერთად, პენსიონერები, სტუდენტები - ყველა რუსთაველზე ერთი საერთო მიზნისთვის დგას. ეს ის შემთხვევაა, როდესაც საპროტესტო აქციას დედაქალაქში რეგიონებიდანაც შეუერთდნენ.