ოჯახს პოლიციის შენობიდან გადმოვარდნილი კაცის ნახვის საშუალებას არ აძლევენ - კლინიკის განმარტება

09.07.21 13:09
ოჯახს პოლიციის შენობიდან გადმოვარდნილი კაცის ნახვის საშუალებას არ აძლევენ - კლინიკის განმარტება

16 ივნისს დიდუბის პოლიციის შენობიდან გადმოვარდნილი კაცის, ლევან გაჩეჩილაძის,  ჯანმრთელობის  მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. დაშავებულის ოჯახი ამბობს, რომ პაციენტის მონახულების საშუალება არ აქვს და შესაბამისად, მათ არ იციან, როგორია გაჩეჩილაძის მდგომარეობა. 

გერმანული ჰოსპიტალის წარმომადგენელი განმარტავს, რომ კლინიკაში საკარანტინე ზომები მოქმედებს, რის გამოც პაციენტის რეანიმაციულ განყოფილებაში მონახულების საშუალება არავის აქვს, თუმცა პაციენტის ოჯახს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მუდმივად აწვდიან. 

კვლავ რჩება მარტვით სუნთქვაზე პაციენტი, თუმცა შეინიშნება ჰემოდინამიკის  ოდნავ გაუმჯობესება. გონზე არ არის, არის მედიკამენტოზურ ძილში, თუმცა პერიოდულად ვაფხიზლებთ. ნახვის საშუალება რომ არ აქვთ, ვადასტურებ. კლინიკა ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მითუმეტეს, რეანიმაციული განყოფილება, ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაუშვებს იმას, რომ მნახველები იყოს პაციენტებთან, მშობელს შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ყოველდღიურად ვაყენებთ საქმის კურსში", - ამბობს კლინიკის წარმომადგენელი. 

შემთხვევა 16 ივლისს მოხდა. ლევან გაჩეჩილაძე დიდუბის პოლიციის განყოფილებაში ყოფილი მეუღლის განცხადების საფუძველზე დაიბარეს. მამაკაცისთვის პოლიციას შემაკავებელი ორდერი უნდა გამოეწერა.  საპროცესო მოქმედებებიდან მალევე ლევან გაჩეჩილაძე შენობიდან გადმოვარდნილი ნახეს.