თუ ჯანმრთელობა შემიწყობს ხელს, პარლამენტში მივალ - გომელაური

09.07.21 13:07
თუ ჯანმრთელობა შემიწყობს ხელს, პარლამენტში მივალ - გომელაური

მოძალადე ჯგუფების მუქარა - შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, აცხადებს, რომ აღნიშნულ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

გუშინ გავრცელდა მიმოწერები რადიკალური ჯგუფების, გამოძიება დაიწყო და ვიმსჯელებთ, დასაკავებლები არიან თუ არა ეს ადამიანები.  დაკითხვაზე დავიბარეთ უკვე ადამიანები და თუ დანაშაული გამოიკვეთება, აუცილებლად მოხდება დაკავება"- განაცხადა მინისტრმა. 

რაც შეეხება პარლამენტში მისვლის საკითხს, გუშინდელისგან განსხვავებით, დღეს მინისტრმა აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანოში მივა, თუ ჯანმრთელობა ხელს შეუწყობს. 

აქცია „სახელმწიფოს პანაშვიდი“, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო,  აღარ ჩატარდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება  ორგანიზატორებმა მიიღეს. ამ გადაწყვეტილებას ისინი მოძალადე დაჯგუფების მხრიდან მუქარით ხსნიან. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ადამიანების საფრთხეში ჩაგდება არ უნდათ. 

მსგავსი სიახლეები