ხოჯევანიშვილების გაზგასამართი სადგურის აფეთქება გორში - გახარიას პირველი კომენტარი

09.07.21 13:23
ხოჯევანიშვილების გაზგასამართი სადგურის აფეთქება გორში - გახარიას პირველი კომენტარი

გიორგი ხოჯევანიშვილის ოჯახის კუთვნილი გაზგასამართი სადგურის აფეთქებაში პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს. გიორგი გახარიას თქმით, ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს აღნიშნული ფაქტი მიზანმიმართულად განხორციელდა, არ ფლობს. 

არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. თქვენ თუ ასეთი ინფორმაცია გაქვთ, გამოძიებას მიაწოდეთ, - აცხადებს ტვ პირველთან გიორგი გახარია. 

გუშინ ღამით გორში, გიორგი ხოჯევანიშვილის ოჯახის გაზგასამართი სადგური გაურკვეველ ვითარებაში დაიწვა.  არსებობს ინფორმაცია, რომ აღნიშნული ობიექტი მიზანმიმართულად დაწვეს. ობიექტი ამ დრომდე ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე დასრულებულია.
 

მსგავსი სიახლეები