საკანონმდებლო ორგანოს წინ საპროტესტო აქცია დასრულებულია - პროტესტი პარლამენტთან დილიდან განახლდება

16.04.24 00:40
საკანონმდებლო ორგანოს წინ საპროტესტო აქცია დასრულებულია - პროტესტი პარლამენტთან დილიდან განახლდება

საკანონმდებლო ორგანოს წინ საპროტესტო აქცია დასრულებულია - მოქალაქეები რუსთაველის გამზირს ამ წუთებში ტოვებენ.

დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მობილიზებული სამართალდამცველები, სავარაუდოდ, ადგილს რამდენიმე წუთში დატოვებენ.

შეგახსენებთ, რომ  ხვალ, 16 აპრილს, 12:00 საათზე საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან საპროტესტო აქცია გაიმართება.

პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა ზუსტად 12 საათზე დაიწყება. დადგება თუ არა რუსული კანონი კენჭისყრაზე, ბიუროს სხდომაზე გაირკვევა, რომელიც 11:45 საათზეა ჩანიშნული.

პლენარული სხდომის პარალელურად კი სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბებიან და კანონპროექტს გააპროტესტებენ.

მსგავსი სიახლეები