სიბნელე, სიველურე და სირცხვილი - მოსამართლე 5 ივლისის მოვლენებზე

09.07.21 13:23
სიბნელე, სიველურე და სირცხვილი  - მოსამართლე 5 ივლისის მოვლენებზე

„ეს ყველაფერი სრული სიბნელე, სიველურე და სირცხვილია" - ასე მიმართა მოსამართლე რომან ხორავამ პრაიდის კონტრაქციაზე ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებულებს. 

მოსამართლემ პუტინისტური ჯგუფის წარმომადგენლები ციხეში გაუშვა და თქვა, რომ "გადაწყვეტილება საქართველოს სახელით მიიღო".

მთელი საქართველო ადევნებდა თვალყურს, რა ხდებოდა. ის ქმედებები, რასაც გედავებიან, გარდა იმისა, რომ დანაშაულია, არღვევს სახელმწიფოს სტაბილურობას, წარმოადგენს სრულ სიბნელეს, სირცხვილია და უაზრობა.

თქვენი ქმედებები არის უაღრესად საფრთხის შემცველი, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, ძალიან მაღალი საფრთხე და რისკია ახალი დანაშაულის ჩადენის. სრულად ვეთანხმები ბრალდების მხარეს და პროკურატურის შუამდგომლობას ვაკმაყოფილებ“, – განაცხადა მოსამართლე რომან ხორავამ სხდომაზე.