რუსეთმა, უკრაინაში მებრძოლი ქართველი სნაიპერი დაუსწრებლად "დააკავა" - გელაშვილზე ფედერალური ძებნა გამოცხადდა
უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისეზე, სნაიპერ გიორგი გელაშვილზე რუსეთმა ფედერალური ძებნა გამოაცხადა.
რუსული პროპაგანდისტული მედიის ინფორმაციით, მას დაუსწრებლად, "ექსტრემიზმისთვის" პატიმრობა მიუსაჯა.
"რუსმა გამომძიებლებმა გამოსცეს დადგენილება 2002 წელს დაბადებული გეორგი ბესიკის ძე გელაშვილის შესახებ, რომელიც წინასწარი გამოძიების ორგანოებს ემალება. მას სიძულვილის დანაშაულებსა და დაქირავებულ მებრძოლობაში ედება ბრალი.გამოძიებამ სასამართლოს დაუსწრებლად პატიმრობის მოთხოვნით მიმართა" - წერს რუსული მედია.
მოსკოვის ბასმანის სასამართლომ TASS-ს დაუდასტურა, რომ გელაშვილს პატიმრობა მიესაჯა.
იქამდე, ბასმანის სასამართლომ იგივე "ბრალდებით", დაუსწრებლად "დააკავა" უკრაინაში მებრძოლი ქართული ეროვნული ლეგიონის ხელმძღვანელი უშანგი მამულაშვილი და მისი მოადგილე ლევან ფიფია.