საქართველო 62 კაპიტალურ პროექტში 2027 წლამდე ₾32 მილიარდს დახარჯავს - "ფლანგვის დეტექტორი"
საქართველო 62 კაპიტალურ პროექტში 2027 წლამდე ₾32 მილიარდს დახარჯავს - ამის შესახებ ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" აქვეყნებს.
ორგანიზაციის თქმით, პროექტები ნაწილობრივ ან სრულად უცხოელი დონორებისგან ფინანსდება.
გრანტების საშუალებით ხორციელდება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორებიცაა, მაგალითად, მყარი ნარჩენების გადამუშავება, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზაცია-მშენებლობა, წყლის ინფრასტრუქტურის განახლება, წყალარინების სისტემის განახლება, კომუნალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და სხვა.
"საქართველო წლებია, ევროკავშირისგან და დასავლელი პარტნიორებისგან მილიარდობით ლარის ოდენობის გრანტს იღებს სხვადასხვა პროექტის განხორციელებისთვის.
ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შემდეგ, საქართველოს მთავრობის ნაბიჯები და გზავნილები ევროკავშირისა და დასავლეთისადმი მეტად კონფრონტაციული გახდა.
ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკებების გახსნა საქართველოს დემოკრატიულ პროგრესზეა დამოკიდებული, რომელთანაც ე.წ. რუსული კანონი წინააღმდეგობაში მოდის," - წერს "ფლანგვის დეტექტორი."
კვლევა იხილეთ ბმულზე.