"არა რუსულ კანონს" - პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
"არა რუსულ კანონს" - საქართველოს პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე იმყოფებიან სხვადასხვა ონლაინ მედიასაშუალებების ჟურნალისტები, რომლებიც მოქალაქეებთან ერთად რუსულ კანონპროექტს აპროტესტებენ.
ადგილზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტის მიუხედავად, ხელისუფლება კი უკან დახევას არ აპირებს. თბილისში გუშინ გამართული მასშტაბური დემონტრაციის და დაკავებების სერიის შემდეგ, რეპრესიული კანონის სესიაზე პირველი მოსმენით დამტკიცებას "ოცნება" დღეს გეგმავს.