გორის საკრებულოს სხდომაზე თავმჯდომარემ დეპუტატს "ქუჩის ქალი" უწოდა

09.07.21 14:49
გორის საკრებულოს სხდომაზე თავმჯდომარემ დეპუტატს "ქუჩის ქალი" უწოდა

გორის საკრებულოს სხდომაზე  დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.  საკრებულოს თავმჯდომარემ დამოუკიდებელ დეპუტატ ირმა ამბარდნიშვილს "ქუჩის ქალი" უწოდა, ხოლო საკრებულოს სხვა ოპოზიციონერ დეპუტატებს -  ბაზრის მოვაჭრეები.

შენნაირ ქუჩის ქალს საკრებულოში რა უნდა", - მიმართა თავმჯდომარემ დეპუტატ ქალს.

საკრებულოს სხდომაზე განიხილებოდა მერიის თანამშრომელთა საშტატო ერთეულების გაზრდა და გუბერნატორის საწვავის ლიმიტის ზრდა. საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ირმა ამბარდნიშვილმა სწორედ ამ საკითხების გამო გამოთქვა უკმაყოფილება,რასაცა კამათი მოჰყვა.  

ამბარდნიშვილი შეურაცხყოფის გამო, საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს.