ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ქალი ციხიდან გაუშვეს - გაიგეთ მიზეზი

16.04.24 13:28
ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ქალი ციხიდან გაუშვეს - გაიგეთ მიზეზი

სამტრედიაში, ქმრის მკვლელობისთვის დაკავებული ნატო ხელაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა.

ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე წერს, რომ 28 წლის ქალს მკვლელობის ბრალდება მოეხსნა, ასევე ცრუ ჩვენების ბრალდებაში გამართლდა.

ნატო ხელაძე სამტრედიაში 2 აპრილს 40 წლამდე ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაადავეს. რამდენიმე დღეში მკვლელობის და ჩხუბის ფაქტზე 4 პირი დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მამაკაცი ჯერ სცემეს, შემდეგ ცოლის ძმამ დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. გაოძიების ცნობით,  გარდაცვლილის მეუღლემ არჩადენილი დანაშაული დაიბრალა.

მსგავსი სიახლეები