რუსული კანონის მიღება არ უნდა დავუშვათ - გიორგი ქადაგიძე
საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე რუსული ამბობს, რომ საზოგადოებამ რუსული კანონი ბოლომდე უნდა გააპროტესტოს. მისი თქმით, არჩევანი ცხადია: ან პუტინის რუსეთი ან თავისუფალი სამყარო.
ერთ მხარეს არის „ქართული ოცნება“, ოლიგარქია და პუტინისტი პროპაგანდისტები დუგინის თამადობით, მეორე მხარეს არის სრულიად თავისუფალი სამყარო. ჩვენ უნდა გავაპროტესტოთ ეს ბოლომდე, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, მშვიდობიანად, კონსტიტუციურ ჩარჩოებში, მაგრამ ძალიან მწვავედ, ერთიანად ვაპროტესტოთ ბოლომდე და გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ისევე როგორც შარშან, ამ კანონის მიღება არ დავუშვათ. ეს არის მთავარი გეგმა, - ამბობს გიორგი ქადაგიძე.