ფავლენიშვილი - მარტო პესკოვი, დუგინი რომ გყავს მხარდამჭერი ამაზე მეტი ლუსტრაცია როგორ უნდა მოხდეს
„მარტო პესკოვი, დუგინი რომ გყავს მხარდამჭერი და მთელიცივილიზებული სამყარო გეუბნება, რომ ეს კანონი არის რუსული, ამაზე მეტი ლუსტრაცია როგორ უნდა მოხდეს.“ - აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა.
ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, რუსული კანონი გეოპოლიტიკური ტესტია.
„ასე აღიქვამს გერმანიის კანცლერი, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი და მარტო პესკოვი, დუგინი რომ გყავს მხარდამჭერი, რომლებიც უბოროტესი მტრები არიან შენი ქვეყნის, ეს კანონი რუსულია თუ არ არის რუსული ამაზე საუბარი ზედმეტია.
ამაზე მეტი ლუსტრაცია როგორ უნდა მოხდეს. გუშინ, როდესაც აქციაზე ვიყავი, მარტო თანაპარტიელები კი არ იყვნენ ჩემს გარშემო, არამედ ჩემი ბავშვობის მეგობრები, რომლებისთვისაც რაღაც რომ გეკითხათ რამდენიმე თვის წინ გეტყოდნენ, რომ აპოლიტიკურები არიან, სხვადასხვა კომპანიაში მუშაობენ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, საკმაოდ კარგი შემოსავალიც აქვთ, მაგრამ მათთან ერთად გვერდზე ვიყავი და პოლიციის ძალადობის მსხვერპლები ვიყავით, როდესაც პოლიციები არ გვაძლევდნენ უფლებას დაგვეფიქსირებინა ჩვენი კონსტიტუციური უფლება.
ქართველმა ხალხმა, საზოგადოების ყველა სეგმენტმა კარგად იცის, რომ ეს კანონი არის თითოეული მათგანისთვის საფრთხე, რადგან პუტინმა ამ კანონით მონიშნა თავისი გავლენის სივრცე. როდესაც ეს კანონი დარეგისტრირდება არც არასამთავრობო სექტორი იმუშავებს და არც პროექტები, ყველაფერი დასავლური იქნება ამოძირკვული. ეს ადამიანები, ჩემი მეგობრები, რომლებზეც მე ახლა ვსაუბრობდი აპოლიტიკურები კი არ არიან, უბრალოდ პარტიული აფილიაციები არ გააჩნიათ, მაგრამ აქვთ სურვილი, რომ იცხოვრონ თავისუფალ ქვეყანაში და ეს სურვილი იმდენად ძლიერია, რომ ივანიშვილის ბანდა ვერანაირი ჯებირით ვერ შეაჩერებს ამას. მოგიწოდებთ ყველას, რომ გამოხვიდეთ გარეთ ჩვენი ევროპული მომავლისათვის“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა