ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატად ორი პირი შეირჩა - მესამე სექტორი უკმაყოფილოა

09.07.21 15:46
ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატად ორი პირი შეირჩა - მესამე სექტორი უკმაყოფილოა

ცესკო-ს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი დასამტკიცებლად  საქართველოს პრეზიდენტს სპეციალურმა კომისიამ უკვე გადაუგზავნა. ცნობილია, რომ გიორგი სანტურიანსა და გიორგი კალანდარიშვილს არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხარდაჭერა არ აქვს. ირკვევა, რომ აღნიშნული ორი კანდიდატი შერჩევა სამოქალაქო საზოგადოების ხმებით მოხდა. 

მესამე სექტორი ამბობს, რომ ამ ორი კანდიდატიდან რომელიმეს ცესკო-ს თავმჯდომარედ დანიშვნა ქვეყანას ჩიხში შეიყვანს, რადგან ორივე თამარ ჟვანიას თავმჯდომარეობის პერიოდში უწყების მაღალჩინოსანი იყო, შესაბამისად, კითხვები მათთანაც არსებობს. 

მათ სანდოობასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები არსებობს დღემდე საზოგადოებაში და ასევე, პოლიტიკურ სპექტრშიც, იმიტომ, რომ ეს ადამიანები არიან ის ადამიანები, რომლებიც მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ ცესკო-ში და რომლებიც პირდაპირ ასოცირდებიან იმ არჩევნებთან, რომელთა მიმართებითაც სერიოზული კითხვები გაჩნდა, რამაც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, - ამბობს ,,საია"-ს თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი.

აღნიშნული ორი კანდიდატიდან   პრეზიდენტმა არჩევანი ერთ-ერთზე უნდა შეაჩეროს. ამისთვის სალომე ზურაბიშვილის  სამი დღე აქვს. არჩევანის შემდეგ  ჯერ პარლამენტზე იქნება, თუ ხმების ორი მესამედით პარლამენტი გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, მაშინ ცესკო-ს თავმჯდომარე აღნიშნულ პოსტზე მხოლოდ 6 თვე დაჰყოფს.  
 

მსგავსი სიახლეები