პარლამენტი ისევ სპეცრაზმის ალყაშია - რა ხდება ადგილზე?
პარლამენტი კი ისევ სპეცრაზმის ალყაშია. შეირაღებული სპეცრაზმელების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა მობილიზებულია ჩიტაძის ქუჩაზე. ეს არის ის ქუჩა, საიდანაც გუშინ გაიპარნენ "ქართული ოცნების დეპუტატები", მათ გზა კი სწორედ სპეცრაზმმა გაუთავისუფლა.
სავარაუდოდ, დღესაც იგივე გეგმით უნდათ მოქმედება ძალოვანებსა და "ოცნების" დეპუტატებს. შს სამინისტროს მაღალჩნოსნები ისევ ადგილზე არიან. ჩიტაძის ქუჩაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ხარაზიშვილი იგივე ხარება და ასევე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თემურ კუპატაძე იმყოფებიან.
ვრცლად ნახეთ მარიამ კასარაშვილის რეპორტაჟში.