ჭიჭინაძის ქუჩაზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია

16.04.24 20:07
ჭიჭინაძის ქუჩაზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია

 

 

რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტის ეპიცენტრი ჭიჭინაძის ქუჩაზე ინაცვლებს. ვითარება აქ უკიდურესად დაძაბულია. პოლიცია აქციის მონაწილეების განეიტრალებას ძალის გამოყენებით ცდილობს. მოვლენები ელვის სისწრაფით მას შემდეგ შეიცვალა, რაც აქციის მონაწილეებმა სტრატეგია შეცვალეს და პარლამენტის ყველა შესასვლელ- გამოსასვლელი ჩაკეტეს. 

"ამ ადამიანებს არანაირი სინდისი, მორალი, ადამიანობა არ აქვს და არაადამიანობით, ამორალურობით უნდა რუსეთს მიჰყიდოს ჩვენი სახელმწიფო. ამაზე არავინ ხელს არ მოაწერს. ამ პროცესმა იალქანი უნდა გაშალოს და მშვიდობიანად გაცუროს, რომ ნიჩბის მოსმაც კი არ დაგვჭირდეს. ამისათვის საჭიროა ძალიან ბევრი ადამიანი დღეს და მომდევნო დღეებში. ძალიან ბევრი ადამიანი, რომ რუსმაც, ივანიშვილმაც დაინახოს, რომ ამ ხალხს ვერ დაჩაგრავს", - ამბობს ნიკა მელია.

"ქართული ოცნება" ახლა უკვე იძულებული გახდება, ხალხის ხმა გაიგოს. "ოცნების" ლიდერებს საპროტესტო აქციის მონაწილეების შეძახილების ფონზე მოუწევთ ტერიტორიის დატოვება. მათ წინააღმდეგობას ძალიან ბევრი პოლიციელი უწევს, სპეცოპერაციას ხალხის წინააღმდეგ შს სამინისტროს მაღალჩინოსანი მემანიშვილი ხელმძღვანელობს.   

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები