რუსთაველის გამზირზე ხალხის რაოდენობა იზრდება - რა ხდება პარლამენტის წინ

16.04.24 21:35
რუსთაველის გამზირზე ხალხის რაოდენობა იზრდება - რა ხდება პარლამენტის წინ

 

 

რუსთაველის გამზირზე, სადაც ათასობით ადამიანია შეკრებილი, სიტყვით გამოსვლები გრძელდება. ადგილზე ადამიანების რაოდენობა ყოველწუთიერად იზრდება. ცოტა ხნის წინ საქართველოს ჰიმნი ხალხთან ერთად მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ შეასრულა. მან ასევე ქართულ პოლიციას 9 აპრილი გაახსენა და ძალოვანებს ურჩია, ქართველი ხალხის გვერდით დადგნენ. 

ვალდებულები ვართ, ავიცვათ ჩვენი სამშობლო.  ეს ჩვენ გვიწერია არა მარტო კონსტიტუციაში, არამედ გვიწერია ჩვენს გულებში, ჩვენს სისხლში, ამიტომ ჩვენ ვალდებულები ვართ, დავიცვათ ჩვენი მომავალი. ერთაერთი პროფესია, რომელმაც უნდა დაიცვას აქ, არის პოლიცია. იმათ მინდა შევახსენო ერთი რამ, რომ ჯერ კიდევ არის პატივისცემა და სიყვარული მათ მიმართ. აქ, ზუსტად ამ ადგილას, 9 აპრილს, როდესაც ქართველი ხალხის სისხლი იღვრებოდა, საბჭთა პოლიცია გადავიდა ხალხის მხარეს. ასე რომ, მათგან აიღეთ მაგალითი, - თქვა პაატა ბურჭულაძემ პარლამენტთან სიტყვით გამოსვლისას.  

საზოგადოების ყველა სფეროს წარმომადგენლები ერთხმად თანხმდებიან, რომ რუსული კანონით  "ოცნების" ხელისუფლება ხელს კაპიტულაციას აწერს, რაც დაუშვებელია. 

რა ხდება პარლამენტის წინ ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები