"არა რუსეთს, საქართველოს გზა ევროპაშია" - ბუდუ ზივზივაძე

17.04.24 10:48
"არა რუსეთს, საქართველოს გზა ევროპაშია" - ბუდუ ზივზივაძე

რუსული კანონის წინააღმდეგ სპორტსმენებიც ერთიანდებიან - "არა რუსეთს, საქართველოს გზა ევროპაშია" - წერს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი სოციალურ ქსელში.

ბუდუ ზივზივაძე ქართველ ხალხს ევროპული ღირებულებების გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

არა რუსეთს 

საქართველოს გზა ევროპაშია 

პ.ს მადლობა არავინ გადამიხადოს რადგან იმას ვამბობ რაც ყველა ქართველმა უნდა თქვას", - წერს ბუდუ ზივზივაძე.

მანამდე კი სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე გიორგი ჩაკვეტაძემ "სთორი" გამოაქვეყნა, სადაც საქართველოსა და ევროკავშირის დროშები განათავსა და აღწერილობაში დაწერა" საქართველო ევროპაში". 

იგივე გააკეთა ეროვნული ნაკრების კიდევ ერთმა ფეხბურთელმა, ჯაბა კანკავამაც.

მსგავსი სიახლეები