ნაცემი აქციის მონაწილეები წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან - დაკავებულებს ომბუდსმენი მოინახულებს
20-მდე დაკავებული და ძალადობა განსაკუთრებული სისასტიკით - სპცეცრაზმის მიერ ნაცემი აქციის მოწლეები წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. ნაწილს იმდენად მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული, რომ კლინიკიდან საპატიმროშიც ვერ გადაჰყავთ.
დაკავებულების მოსანახულებლად ახლა იზოლატორში სახლხო დამცველი შედის. ომბუდსმენის თქმით, თავად გუშნდელ აქციაზე არ იმყოფებოდა, იქ მისი წარმომადგენელი იყო, ამიტომ შეფასებების გაკეთება წინასწარ გაუჭირდება. მისი თქმით, მონიტორინგს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ.
ლევან იოსელიანი ასევე ამბობს, რომ დღეს ყველა დაკავებულებს მოინახულებს და დეტალურად გამოჰკითხავს, როგორ და რა დროს მიირეს დაზიანებები.
მთელი ღამის განმავლობაში მეც, ჩემი მოადგილეებიც იყვნენ ხაზზე შსს-თან და ვაგროვებდით ინფრომაციას. ჩვენი ინფრომაციით, აქ არის დაკავებული, ამ იზოლატორში 6 და დიღომში 8 მოქალაქე. გვაქვს ინფორმაცია, რომ ისინი მიუთითებენ ფიზიკური დაზიანებების შესახებ. ამბობენ, რომ არიან ნაცემები და ამასთან დაკავშირებით, ჩვენ, რა თქმა უნდა, გვექნება შესაბამისი რეაგირება. მე დღეს მოვინახულებ ყველას, როგორც აქ, აქედან წავალ დიღომში და დიღომში დაკავებულებსაც მოვინახულებ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირადად გავიგო მათგან რა გარემოებებში მოხდა მათი როგორც დაკავება, ისე მიუთითებენ ფიზიკურ დაზიანებებს და ეს არის ის შემთხვევა, როდესაც ვფიქრობ, რომ სახალხო დამცველი პირადად უნდა გაესაუბროს მოქალაქეებს, ვინც ამბობს, რომ ისინი დაკავების დროს სცემეს. რომ იცოდეთ, შეიძ₾ება ერთ კუთხეში ხდებოდეს რაღაც და ფიზიკურად შენ იყო სხვაგან და საერთოდ არ იცოდე, იქ რა ხდება, ამიტომ ყველაზე კარგი წყარო არის ჩვენთვის სოციალური მედია, საიდანაც ვიღებთ ინფორმაციას და ტელევიზიებიდან. მთელი ღამის განმავლობაში ვახდენდით ამის მონიტორინგს. მარტივი არ არის, სპეციალური დეპარტამენტი მუშაობს პროპორციულობის საკითხის შეფასებაზე და გვექნება ამაზე კომენტარი, - ამბობს იოსელიანი.
დაკავებულებს შორის არის “ლელოს„ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე. ის პარლამენტის უკან იმ დროს დააკავეს და სცემეს, როდესაც მოულოდნელად მშვიდოაბინი აქციის მონწლეების წინააღმეგ პოლციიამ წიწაკის სპრეი და სარაუდოდ, ცერმლსადენი გაზი გამოიყენა. ამას კი შეკრებილების პროტესტი, შემდგეგ კი მათი ცემა და სასტიკი მეთოდებით დაკავებების სერია მოჰყვა.
კუპრაძის თანაგუნდელი და ადვოკატი ლევან სამუშია პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლება "ლელოს" გენერალურ მდივანს ქართული საქმის კეთებისთვის სჯის.
ირაკლი კუპრაძე, „ლელოს“ გენერალური მდივანი არის დაკავებული, იმიტომ, რომ აკეთებს ქართულ საქმეს და ხელისუფლებისთვის მიუღებელი ადამიანები, ვინც ქართულ საქმეს ემსახურება და ქართულ საქმეს აკეთებენ, ვინაიდან ესენი არიან რუსეთის მსახურები და რუსული დავალების განმხორციელებლები, დააკავეს სრულიად უსაფუძვლოდ, მის მიმართ არაერთხელ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა, რისი კვალიც აღენიშნება. ვითხოვთ, ბუნებრივია, შესაბამის სამართლებრივ ქმედებას, - ამბობს ლევან სამუშია.
აღსანიშნავია, რომ დაკავებულების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას შსს ამ დრომდე აზუსტებს. ადვოკატები ამბობენ, რომ დღეს დიდი ალბათობით არცერთ დაკავებულს სასამართლოში არ გააიყვანენ, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი სასტიკად ნაცემები არიან და მათი გამოჩენა შსს-ს არ აწყობს.