ცემა ხელკეტებით და წიხლებით - აქციის მონაწილეები სპეცრაზმელებს ძალის გადამეტებაში ამხელენ

17.04.24 11:44
ცემა ხელკეტებით და წიხლებით - აქციის მონაწილეები სპეცრაზმელებს ძალის გადამეტებაში ამხელენ

ჯგუფური ცემა უმოწყალოდ, ხელკეტებით, იარაღის კონდახით და წიხლებით - სპეცრაზმის მიერ განსაკუთრებული სისასტიკით ნაცემი ახალგაზრდები გუშინდელ ღამეზე საუბრობენ.

რიგით მოქალაქეებს უჩნდებათ საფუძვლიანი ეჭვები, რომ სპეცდანიშნულების რაზმს მათზე ფიზიკური ანგარიშსწორების დავალება ჰქონდა მიღებული. 

საპროტესტო აქციაზე შეკრებილი ადამიანები "პირველებთან" ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე ყვებიან. აქტივისტები პირდაპირ ამბობენ, რომ სამართალდამცველები უკანონოდ მოიქცნენ, რადგან სპეცრაზმი შეტევაზე ისე გადავიდა, რომ მომიტინგეებს არანაირი სახის გაფრთხილება არ მიუღიათ.

გაფრთხილება არ გაუციათ. წამიერად გადმოვიდნენ შეტევაზე. მთელი სიჩქარით წამოვიდნენ. ვიწრო ადგილ იყო და ეს ხალხი თავისუფლად ვერ გადიოდა. ამან გამოიწვია გადათელვა. ხალხი ვერ გადიოდა და ერთმანეთს ვეხმარებოდით წამოყენებაში. ამის შემხედვარე სპეცრაზმელებს წაქცეული და წამომდგარი ადამიანები პირდაპირ სამიზნედ ჰყავდათ ამოღებული და სახეში ურტყამდნენ, ზოგს ნეკნებში, მე მაგალითად ცხვირში დამარტყა ერთ-ერთმა ნიღბიანმა. აშკარად გამეტებით ფეხებში გვირტყამდნენ ყველას ე.წ. დუბინკებით. ასე ვფიქრობ, რომ პირდაპირ სადამსჯელოდ გადმოვიდნენ, გასამწარებლად", - ამბობს დაშავებული.

ნადირობა მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე სპეცრაზმმა გუშინ მოულოდნელად დაიწყო. "ასეთი სისასტიკე არასდროს გვინახავს" -აქტივისტებს, ჟურნალისტებს და რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები ქუჩა-ქუჩა დასდევდნენ და ჩიხებში ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ამ ყველაფერს კი ორგანიზებას, სავარაუდოდ, ზვიად ხარაზიშვილი, განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული სპეცრაზმის უფროსი,  იგივე "ხარება" უწევდა.

მსგავსი სიახლეები