პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა! - აქციაზე ადშავებული მოქალაქე საკუთარ ფოტოს აქვეყნებს

17.04.24 11:42
პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა! - აქციაზე ადშავებული მოქალაქე საკუთარ ფოტოს აქვეყნებს

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში პსაკუტარ ფოტოს აქვეყნებს, სადაც სახეზე ფიზიკური დაზიანებები ეტყობა. აქციის მონაწილე წერს, რომ მკურნალპობას ბოკერიას სახელობის კლინიკაში გადის, სადაც მასთან ერთად კიდევ ერთი აქციის მონაწილე, მასწავლებელი, ვინმე თორნიკეა მოთავსებული.

სავარაუდოდ, საუბარია 29 წლის თორნიკე მარუაშვილზე, რომელსაც ოჯახი ეძებდა.

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა.
მადლობა ვინც მეძებდით,
ვინც მიპოვეთ
ვინც მკითხულობეით და მკითხულობთ.
ნელ-ნელა გამოვალ კონტაქტზე შეძლებისდაგვარად.
ჩემთან ერთად არის კიდევ მასწავლებელი, ვინმე თორნიკე და იქნებ თუ არ იციან მისიანებმა, იქნებ უთხრათ.
ბოკერიაში ვართ.
ყველაზე დიდი მადლობა ბოკერიას კლინიკის ექიმებს არ ვიცი არცერთის სახელი, მაგრამ ადამიანები არიან, - წერს ბუდაღაშვილი. 

მსგავსი სიახლეები