მოსამართლეები რუსული კანონის წინააღმდეგ - ლევან დარბაიძე "ოცნების" ინიციატივას ღიად აპროტესტებს

17.04.24 11:48
მოსამართლეები რუსული კანონის წინააღმდეგ - ლევან დარბაიძე "ოცნების" ინიციატივას ღიად აპროტესტებს

რუსული კანონის წინააღმდეგ ამჯერად მოსამართლეები ერთიანდებიან - გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე კანონპროექტს სოციალური ქსელის მეშვეობით აპროტესტებს.

"თუ ვერ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, როგორ დავიცავ ადამიანის უფლებებს, რომელთა წინაშეც ვარ ანგარიშვალდებული?!" - წერს ლევან დარბაიძე და იქვე ამატებს, რომ საქართაველოს მომავალი ევროპაშია.

თუ მე, როგორც რიგითი საქართველოს მოქალაქე, ვერ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას (78-ე მუხლი), ჩემ სამშობლოს, როგორ დავიცავ ადამიანის უფლებებს, რომელთა წინაშეც ვარ ანგარიშვალდებული?! რა თქმა უნდა, წინ, ევროპისკენ!" - წერს ლევან დარბაიძე.

მსგავსი სიახლეები