დაზიანებები მთელს სხეულზე, ნაკაწრები და ძალადობის კვალი - როგორ მდგომარეობაში დახვდათ ადვოკატებს დაკავებულები

17.04.24 13:26
დაზიანებები მთელს სხეულზე, ნაკაწრები და ძალადობის კვალი - როგორ მდგომარეობაში დახვდათ ადვოკატებს დაკავებულები

დაზიანებები მთელს სხეულზე, ნაკაწრები და ძალადობის კვალი - ასეთი დაზიანებებით დახვდათ სპეცრაზმის მიერ დაკავებული აქციის მონაწილეები იზოლატორში შესულ ადვოკატებს. ექვსივე პატიმარი უმოწყალო ცემაში სპეცრაზმელებს ადანაშაულებს, ამბობენ რომ სამართალმცველები მათ  ხელკეტებით სასტიკად უსწორდებოდნენ და დაზიანებებს  ჯგუფურად ხელკეტებით აყენებდნენ. 

არადა სულ სხვა რეალობა მოყვა იზოლატორიდან გამოსულმა სახლხო დამცველმა. ლევან იოსელიანი ამტკიცებდა, რომ დაზიანება მხოლოდ ერთ დაკავებულს აღენიშნება. 

დამხვდა უმძიმესი სურათი, რადგან დაკავებულები ყვებიან შემაძრწუნებელ ისტორიებს. მაგალითად ერთ-ერთი დაკავებულის ისტორია მოგიყვეთ, რომელიც ამბობს, რომ იდგა და გამოხატავდა თავის პროტესტს, დაინახა როგორც ცემდნენ და უსოწრდებოდნენ ადამიანს, უბრალოდ უთხრა, ნუ ურტყამთ ამ ადამიანსო. ამის შემდეგ შემოტრიალდა ერთ-ერთი სპეცრაზმელი, იდაყვი ჩაარტყა სახეში და წაქცეულზე, როდესაც უკვე გადაჰყავდათ, ამოარტყა ფეხი სახის მიმართულებით. ამის შემდეგ ეს ადამიანი ითიშება და გონს მოდის უკვე, როდესაც ზის პოლიციის მანქანაში. ეს არის უფლებამოსილების გადამტება, ეს არის კრიმინალი, ეს არის დანაშაული. სახალხო დამცველმა, რომელმაც ეს ადამიანები მოინახულა, უნდა ჩაატაროს ბრიფინგი და ილაპარაკოს საჯაროდ", - ამბობს ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე.

სახალხო დამცველი ახლა დიღმის იზოლატორშია, სადაც ის ირაკლი კუპრაძეს შეხვდა. "ლელოს" ლიდერს, რომელიც პოლიციამ დაკავების დროს სცემა. იოსელიანი ადასტურებს, რომ კუპრაძე ნაცემია.

მსგავსი სიახლეები