ტვინის შერყევა აქვს, სხეულზე დაზიანებები აღენიშნება - თორნიკე მარუაშვილის მეუღლე
29 წლის თორნიკე მარუაშვილის მოსანახულებლად, რომელიც ბოკერიას კლინიკაშია მოთავსებული, ცოტა ხნის წინ მისი მეუღლე მივიდა. ქალი ამბობს, რომ მეუღლეს ტვინის შერყევა აქვს და სხეულზე დაზიანებები აღენიშნება.
მარუაშვილის მეუღლის თქმით, დაელოდება ომბუდსმენის რწმუნებულისგან ინფორმაციას, რის შემდეგაც გადაწყვეტს, რას მოიმოქმედებს.
აქვს ტვინის შერყევა და სხეულზე დაზიანებები ცემის დროს მიყენებული. როგორც ვიცი, სახალხო დამცველის რწმუნებული არის შესული და ველოდებით, რა იფნორმაციას მომაწვდის და შემდეგ ალბათ ჩავრთავ სხვებსაც თუ საჭირო იქნება, - ამბობს მარუაშვილის მეუღლე.
შეგახსენებთ, რომ 29 წლის მასწავლებელს გუშნ გამართულ აქციაზე სპერაზმი სასტიკად გაუსწორდა. ოჯახი მას მთელი ღამის განმავლობაშ ეძებდა და მისი ადგილსამყოფელის შესახებ მხოლოდ დღეს შეიტყო. თორნიკე მარუაშვილი ოჯახის წევრებს თავდ დაუკავშირდა.