"ყველაფრისთვის მზად ვართ"- პარლამენტთან დილიდან ისევ მოქალაქეები იკრიბებიან

17.04.24 13:43
"ყველაფრისთვის მზად ვართ"- პარლამენტთან დილიდან ისევ მოქალაქეები იკრიბებიან

გუშინდელი პროტესტის დ დარბევის შემდეგ პარლამენტთან დილიდან ისევ მოქალაქეები იკრიბებიან. ხალხი რუსული კანონის წინააღმდეგ დღესაც გამოდის და ამბობს, რომ ირჩევენ ევროპას და არა რუსეთს. მათი თქმით, დღეს ქვეყნის მომავლის დაცვა მათთვის სამსახურებზე უფრო პრიორიტეტულია.

ამასთან, მოქალაქეები არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლებამ მათ წინააღმდეგ ისევ ძალისმიერი მეთოდებ გამოიყენოს. 

მე აქ ვარ, რომ ვუთხრა „არა რუსულ კანონს“. ეს კანონი გამჭვირვალობას არ ეხება, ეს არის პირველი ნაბიჯი, რომ მერე უფრო და უფრო შეგვავიწროვონ. მე, მაგალითად ამერიკიდან ვღებულობ პენსიას, იმიტომ, რომ იქ ვმუშაობდი ბევრი წელი, ე.ი. მეც გენტი ვიქნები. დღეს სპეციალურად ჩავიცვი ისეთი ფეხსაცმელი, რომ შემეძლოს სირბილი. სულ ქუსლებზე დავდივარ. დღეს ბოტასები ჩავიცვი, მომზადებული ვარ ყველაფრისთვის, - ამბობს პროტესტის მონაწილე. 

შეკებილებს შორის არიან ახალგაზრდებიც, რომლებიც პირდაპირ ამბობენ, რომ წინ ქვეყნის მომავალისთვის დიდი ბრძოლა აქვთ გადასატანი და ამიტომ სახლებში არაფერი დააკავებთ.

ჩემი მეგობრების უდიდესი ნაწილი დაშავდა გუშინ, მეც ხმა აღარ მაქვს, როგორც ხედავთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, არ არსებობს იმაზე დიდი ბრძოლა, რაც დღეს გავქვს ჩვენ აქ გადასატანი, ამიტომ არ არსებობს მიზეზი, რაც ჩვენ სახლში დაგვაკავებს, მოგვწვყვეტს ამ ბრძოლიდან. არსებობს შიში, არავინ მოიტყუოს, რომ ჩვენ შიში არ გავქვს, მაგრამ ამ შიშს ჩვენ ქვეყანას ვერ გადავაყოლებთ, - ამბობს ახალგაზრდა. 

მსგავსი სიახლეები