მტკივნეულია იმის ყურება, როგორ სცემს სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს, რომლებიც ყველას კეთილდღეობისთვის იბრძვიან - ილია თოფურია

17.04.24 13:36
მტკივნეულია იმის ყურება, როგორ სცემს სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს, რომლებიც ყველას კეთილდღეობისთვის იბრძვიან - ილია თოფურია

მტკივნეულია იმის ყურება, თუ როგორ სცემს სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს, რომლებიც იბრძვიან ყველასთვის, თვით პოლიციის კეთილდღეობისთვისაც კი - ამის შესახებ UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია სოცაილურ ქსელში წერს.

თოფურია ხაზგასმით აცხადებს, რომ სწორედ ევროპისკენ სწრაფვით არის შესაძლებელი ქვეყნის მშვიდობიანი მომავალის აშენება.

“მტკივნეულია იმის ყურება, თუ როგორ სცემს სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს, რომლებიც იბრძვიან ყველასთვის, თვით პოლიციის კეთილდღეობისთვისაც კი. მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხის ხმა ესმოდეთ და პატივს სცემდნენ. სამწუხაროა, რომ ქართველ ხალხს დღესაც უწევს ამისთვის ბრძოლა. ევროპისკენ სწრაფვით, ჩვენ ერთად შეგვიძლია ავაშენოთ უფრო აყვავებული და მშვიდობიანი მომავალი ჩვენი ქვეყნისთვის" - ილია თოფურიას „სთორი“ ინსტაგრამზე.

მსგავსი სიახლეები