ერთ-ერთმა დამარტყა, მეორემ ტელეფონი გამტაცა - რას ყვება ნაცემი ჟურნალისტი

17.04.24 14:02
ერთ-ერთმა დამარტყა, მეორემ ტელეფონი გამტაცა - რას ყვება ნაცემი ჟურნალისტი

გუშინდელი ღამის სამიზნეები ჟურნალისტებიც აღმოჩნდნენ. სპეცდანიშნულების რაზმები ფიზიკურად ონლაინ მედიის წარმომადგენლებსაც გაუსწორდნენ.

"პუბლიკას" ჟურნალისტს, ალექსანდრე ქეშელაშვილს სამართალდამცველები იმ დროს გაუსწორდნენ, როდესაც ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

როგორც დაზარალებული "პირველებთან" ყვება, სპეცრაზმელების გაღიზიანება მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევის კადრების გადაღებამ განაპირობა, რის შემდეგაც, ქეშელაშვილის თქმით, სამართალდამცავმა მობილური ტელეფონი წაართვა და ფიზიკურად დაუპირისპირდა.

ჟურნალისტი მომხდარს მთავრობის მიერ ძალადობრივი ქცევის წახალისებად აფასებს.

დავინახე, რომ გამოცვივდნენ ეს ნიღბიანი პირები. დაიწყეს აგრესიულად მოქალაქეების დაკავება და ცემა. მეც მივყევი, დავიწყე კადრების დაფიქსირება. შემომეხვივნენ, რა დროსაც ვეუბნებოდი, რომ ჟურნალისტი ვიყავი. ერთი შეყოვნდა, მაგრამ როდესაც სხვები მოცვივდნენ ერთ-ერთმა დამარტყა და მეორემ ტელეფონი გამტაცა, დამარტყა, რის გამო კადრები დავკარგე. ყველას ურტყამდნენ, მაგრამ ის რომ კამერა მეჭირა, ამან უფრო გააღიზიანა. ეს წახალისებულია მთავრობის მიერ. ისინი თავს გვესხმოდნენ სიტყვიერად. არ გვაძლევენ ონლაინ მედიას იმის საშუალებას, რომ შევიდეთ პარლამენტში და დავსვათ შეკითხვები", - ამბობს ალექსანდრე ქეშელაშვილი.

მსგავსი სიახლეები