"საქართველო ცოცხალი და დამოუკიდებელია!" - პარლამენტის უკან სიტყვით გამოსვლები მიმდინარეობს

17.04.24 13:59
"საქართველო ცოცხალი და დამოუკიდებელია!" - პარლამენტის უკან სიტყვით გამოსვლები მიმდინარეობს

აქციის მონაწილეებმა ცოტა ხნის წინ საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან გადაინაცვლეს, სადა შეკრებილებს სიტყვით პოლიტიკოსები მიმართავენ. ისინი ამბობენ, რომ არა მხოლოდ კანონია რუსული, არამედ მთლიანად ხელისუფლებაა რუსული.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მოქალაქეებს მოქმედებისკენ და საღამოს 19:00 საათზე აქციაზე გასვლისკენ მოუწოდებენ.  

ეშინიათ, რომ გამოვინენ და თქვენ ჩაგხედონ თვალებში. ეშინიათ, იმიტომ, რომ იციან, რომ არიან რუსები და ციიან,რ ომ დღეს საქართველოშ რუსეთი მარცხდება. დღეს ბიძინა ივანიშვილი დამარცხებულია და ჩვენ ერთად ვართ გამარჯვებულები. არა რუსულ კანონს და არა რუსულ ოცნებას!, - თქვა სოფო ჯაფარიძემ.   

პარტია "ხალხისთვის" ლიდერმა ქართულ პოლიციას ხალხის გვერდით დგომისკენ მოუწოდა. 

ამ ლეშებს უნდა ვაჩვენოთ, რომ საქართველო ცოცხალი და დამოუკიდებელია! ეს ლეშები წავლენ, ეს ლერწამი, რომელიც ქანქარებს წავა! იფიქრეთ ვისთან მიდიხართ სახლში თვქენ! პოლიცია, ჯარი, ძალიან მნიშვნელოვანია. ხვალ იქნება ძალიან დიდი ბრძოლა. ჯარი, თავდავის სამინისტრო, ჯარისკაცები, პოლიცია, ყველა დაფიქრდით, თქვენს სახლებში სად ხართ?! თავისუფალ საქართველოში ხართ თუ იმპერიულ საქართელოში ხართ?! ეს ქვეყანა ჩვენია!, - თქვა ანა დოლიძემ.

მსგავსი სიახლეები