5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობის გამო, თბილისის მოსახლეობის 80%-ს შერცხვა - "სონარის" კვლევის შედეგები
თბილისის მოსახლეობის 80%-ს 5 ივლისს ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტების ხილვის გამო სირცხვილის გრძნობა დაეუფლა. ამის შესახებ კვლევა "სონარიმ" ჩაატარა. კითხვაზე, რა ემოციები გამოიწვია თქვენში 5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტების ნახვამ 89% პასუხობს, რომ ჟურნალისტების თანადგომის სურვილი გაუჩნდა.
გამოკითხულთა 69% ამბობს, რომ უიმედობის განცდა გაუჩნდა, 56% კი პასუხობს, რომ უიმედობის განცდა დაეუფლა.
რაოდენობრივი კვლევა "სამოქალაქო პოზიცია და ემოციები თბილისის მოსახლეობაში" "სონარის" მიერ 7 ივლისს ჩატარდა.რესპოდენტები სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხნენ. კვლევისთვის სულ 502 ადამიანი გამოიკითხა. შერჩევის მეთოდი - სტრატიფიცირებული მარტივი შერჩევითი; გენერალური ერთობლიობა - 847 970 თბილისის მოსახლეობა 18 წელს ზემოთ. ცდომილება 3.1%-ია.