სპორტსმენების პროევროპული გზავნილები - როგორ პასუხობს ფეხბურთელებს კალაძე

17.04.24 14:28
სპორტსმენების პროევროპული გზავნილები - როგორ პასუხობს ფეხბურთელებს კალაძე

ფეხბურთელების პროევროპული გზავნილებს "ოცნების" გენერალური მდივანი ეხმიანება და ირწმუნება, რომ "ევროპული მომავალი" ყველას საერთო სულსკვეთებაა.

კახა კალაძე ისევ ამტკიცებს, რომ "ქართულ ოცნებას" ევროინტეგრაციის გზაზე არაერთი წარმატება ჰქონდა და პირობას დებს, რომ სწორედ მათი ხელისუფლების პირობებში შევა საქართველო ევროკავშირში. 

რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი არის ევროპა. ვინმე ამაზე კითხვის ნიშანს სვამს? თუ რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე, ქართული პასპორტით ევროპულ ქვეყნებში რომ თავისუფლად გადავადგილდებით ვიზის გარეშე, ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხდა. ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას, მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. პირობას გაძლევთ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ პირობებში შევალთ ევროკავშირში.

ფეხბურთელების გზავნილები არის ის, რაც არის ჩვენი საერთო სულისკვეთება - ჩვენი მომავალი არის ევროპა. სწორედ ასე წარმოგვიდგენია ჩვენი ქვეყანა, რომ ევროპული ღირებულებებით ვიცხოვროთ. პირველ რიგში, ევროპა საქართველოში და აქ მინდა, ჩემი შვილებისთვის და მომავალი თაობებისთვის. ნურავის შერცხვება და შეეშინდება ამის თქმის, რომ ჩვენი მომავალი არის ევროპა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები