უნდოდათ, ეჩვენებინათ, ჩვენი ძალა აღმართს ხნავსო, როგორც ხნავენ, ისე ჩახნულები იქნებიან - მიხეილ რამიშვილი

17.04.24 14:50
უნდოდათ, ეჩვენებინათ, ჩვენი ძალა აღმართს ხნავსო, როგორც ხნავენ, ისე ჩახნულები იქნებიან - მიხეილ რამიშვილი

"უნდოდათ ეჩვენებინათ, ჩვენი ძალა აღმართს ხნავსო. როგორც ხნავენ, ისე ჩახნილები იქნებიან მთელი ცხოვრება", - ასე ეხმაურება სპეცრაზმის მიერ ნაცემი მიხეილ რამიშვილი გუშინდელ მძიმე მოვლენებს.

ადვოკატი, რომელიც აქციაზე სამართალდამცველებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს შორის იდგა, ამბობს, რომ სპეციალური დანიშნულების თანამშრომელმა მას თვალებში წიწაკის სპრეი შეასხა.

მიხეილ რამიშვილი "პირველებთან" ყვება, რომ ხელკეტებით შეიარაღებული ნიღბიანი პირები ახალგაზრდებს სასტიკად უსწორდებოდნენ. კერძოდ, მათ ჩიხებში დასდევდნენ და გამწარებით ურტყამდნენ.

პირდაპირ ერთი ბალონი დამაცალა რა. ისეთი ტკივილი ვიგრძენი, ისევ იმ ახალგაზრდებმა გადამარჩინეს და მათ გამიყვანეს. როდიონოვი გამახსენდა 9 აპრილს. როდიონოვის ჯარისკაცები რომ დასდევდნენ 9 აპრილის დროს გამზირზე მყოფ ადამიანებს. ასე დასდევდნენ პატარა ბავშვებს. გამოვიდა მთელი მოსახლეობა და გადავუდექით. ეს ბავშვები სახლში შევიყვანე. ნაწილი სხვასთან დაიმალა. როგორც როდიონოვის ჯარისკაცები დასდევდნენ 9 აპრილის მონაწილეებს, ასე დასდევდნენ ეს უჯიშოები. ასეთი არაფერი არ მინახავს. ეს არის მიზანმიმართული, რომ დაანახონ, მათი ძალა აღმართს ხნავსო. როგორც ახნავენ, ისე ჩახნულები იქნებიან მთელი ცხოვრება. სირცხვილია. ან შვილი არ ჰყავთ, ან ძმისშვილი. რას ერჩიან. ბავშვებს დასდევდნენ", - ამბობს მიხეილ რამიშვილი.

მსგავსი სიახლეები