"არა რუსულ კანონს, კი ევროპას" - ბათუმში, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
"არა რუსულ კანონს, კი ევროპას" - ამ სლოგანით 17 აპრილს, ბათუმში, 19:00 საათზე საპროტესტო აქცია გაიმართება.
სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები რუსული კანონის წინააღმდეგ ერას მოედანზე შეიკრიბებიან.
გუშინ, ახალგაზრდები სცემეს, ჩვენ გვცემეს და ჩვენ გვეტკინა.
გუშინ, ჟურნალისტები სცემეს, ჩვენ გვცემეს და ჩვენ გვეტკინა.
გუშინ, დედებს შვილები გაულახეს, ჩვენ გაგვილახეს და ჩვენ გვეტკინა.
გუშინ, ევროპულ მომავალს გვართმევდნენ, ჩვენ გვართმევდნენ და ჩვენ გვტკიოდა.
არ შეგეშინდეს, ერთად ყველაზე ძლიერები ვართ, დაგვიდექით ახალგაზრდებს გვერდით, დღეს, ევროპის მოედანზე, ჩვენი მომავალი წყდება" - წერენ აქციის ორგანიზატორები.