პარლამენტთან „პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს - პროტესტის მონაწილეები ლოცულობენ

09.07.21 19:05
პარლამენტთან „პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს - პროტესტის მონაწილეები ლოცულობენ

პარლამენტთან  „პრაიდის" მოწინააღმდეგეები აქციას მართავენ და ლოცულობენ.  აქცია  სასულიერო პირებმა ლოცვით დაიწყეს. 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი ჯვართან დაკავშირებით ცინიკურ დამოკიდებულებას აპროტესტებენ. პრაიდის მოწინააღმდეგეები მოთხოვნებსაც გააჟღერებენ. 

შეგახსენებთ, თავდაპირველად აქცია პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტებმა დაგეგმეს, აქციის სახელწოდება იყო "სახელმწიფოს პანაშვიდი", თუმცა აქცია  ძალადობრივი მოწოდებებისა და მუქარის გამო, გაუქმდა.

ცნობისთვის, პარლამენტთან ჯვარი „თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა 6 ივლისს აღმართეს.