"ხარებამ" ოპოზიციის ლიდერს აგინა (ვიდეო)
დაძაბული ვითარება იყო ცოტა ხნის წინ ჩიტაძის ქუჩაზე - ახალგაზრდა მამაკაცი მხოლოდ იმის გამო დააკავეს, რომ ის დეპუტატებს აცილებდა შეძახილებით, ამის შემდეგ კი სპეცრაზმელთა შეფის, ზვიად ხარაზიშვილის ავტომობილთან და ეკითხებოდა, რატომ გამოიყენეს არაპროპორციული ძალა მშვიდობიანი მომიტინგებიის წინააღმდეგ, სწორედ ამის შემდეგ დააკავეს პირი.
ამის შემდეგ "პირველებმა" ზვიად ხარაზიშვილთან გასაუბრება მოახერხა და მას ჰკითხა, თუ რატომ გამოიყენა არაპროპორციული ძალა მომიტინგეების წინააღმდეგ, რაზეც სპეცრაზმების შეფმა არ უპასუხა, სამაგიეროდ, "ხარებამ" იერიში მიიტანა ენმ-ს თავმჯდომარეზე.
ზვიად ხარაზიშვილმა ლევან ხაბეიშვილს შეურაცხყოფა მიაყენა.
პარლამენტის მიმდებარედ სპეცდანიშნულების რაზმის განსაკუთრებული მობილიზებაა, ისინი ავტობუსებში არიან გამაგრებულნი. ადგილზე მიიყვანეს წყლის ჭავლის მანქანებიც.