აქციაზე სასტიკად ნაცემი პედაგოგს მძიმე დაზიანებები აღენიშნება - ინტერვიუ თორნიკე მარუაშვილის ცოლთან

17.04.24 18:38
აქციაზე სასტიკად ნაცემი პედაგოგს მძიმე დაზიანებები აღენიშნება - ინტერვიუ თორნიკე მარუაშვილის ცოლთან

რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე სპეცრაზმის სამიზნე პედაგოგებიც აღმოჩნდნენ - ისტორიის მასწავლებელს, თორნიკე მარუაშვილს სამართალდამცველები სასტიკად გაუსწორდნენ.

როგორც პედაგოგის მეუღლე "პირველებთან" ყვება, თავდაპირველად, მას პოლიციის მანქანასთან წაქცეულს დაუპირისპირდნენ და გამეტებით ურტყამდნენ. თავდასხმის შედეგად თორნიკე მარუაშვილმა ყბის დაზიანებები მიიღო, რის გამოც იგი ამჟამად ბოკერიას კლინიკაში იმყოფება.

"პირველების" ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი ღამის განმავლობაში უმალავდა ოჯახს ინფორმაციას, დაშავებულის ადგილსამყოფლის შესახებ. თუმცა, როგორც "ტვ პირველის" კორესპონდენტმა გაარკვია, თავდაპირველად, თორნიკე მარუაშვილი იზოლატორში იყო მოთავსებული. 

ჩემი მეუღლე არის ისტორიის მასწავლებელი. გავიდა რუსული კანონის დასაგმობად. სახეზე აქვს დაჟეჟილობები. ყბის ართრიტი აქვს, უჭირს საუბარი, ღეჭვა. დაჟეჟილობები სხეულზეც აქვს და ტვინის მსუბუქი შერყევა აღენიშნება. კადრებში არის ასახული, თუ როგორ დაესხა სპეცრაზმი თავს და როგორ ურტყამდნენ გამეტებით. როგორც თავად მომიყვა, ჯერ დაკითხვაზე წაიყვანეს და გვიან მოიყვანეს საავადმყოფოში", - ამბობს მარუაშვილის მეუღლე.

მსგავსი სიახლეები