კანკავა, კვარაცხელია, მამარდა - ქართველი ფეხბურთელების პროტესტზე The Guardian წერს
კანკავა, კვარაცხელია, მამარდა - ქართველი ფეხბურთელების პროტესტზე The Guardian წერს.
საერთაშორისო გამოცემა იტყობინება, რომ, ქართველი ფეხბურთელები „გარე გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს სოციალურ ქსელებში ერთ-მეორეს მიყოლებით აპროტესტებენ.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ, რომელმაც ცოტა ხნის წინ ევრო 2024-ის, მისი პირველი დიდი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპი მოიპოვა, Instagram-ზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ორი მომიტინგე სპეცრაზმის პირისპირ დგას და დააწერა Fuck Russia...
ეროვნული ნაკრების სხვა მოთამაშეებმა, მათ შორის იტალიის სერია A-ს "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ და ესპანეთის ლა ლიგის "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილმა ასევე გამოაქვეყნეს როგორც ჩანს, კოორდინირებული შეტყობინებები სოციალურ ქსელებში. ისინი წერენ: "საქართველოს გზა ევროპაშია. ევროპული გზა გვაერთიანებს!! წინ ევროპისკენ!! მშვიდობა საქართველოს," - წერს გამოცემა.
The Guardian გამოქვეყნებულ სტატიაში ასევე გუშინდელ დარბევასაც ახსენებს და წერს, რომ სპეცრაზმი მიტინგის მონაწილეებს პირისპირ დაუპირისპირდა.