პროტესტის გაზაფხული საქართველოში - ხალხი დანებებას არ აპირებს
პროტესტის გაზაფხული საქართველოში. ხალხი დანებებას არ აპირებს. მესამე საპროტესტო აქცია სამ დღეში. რუსთაველი ისევ გადავსებულია. თბილისის ცენტრალური გამზირი ცოტა ხნის წინ გადაიკეტა. რაც უფრო ჯიუტობს ქართული ოცნება და უკან არ იხევს, მით უფრო მძიმე შედეგს იღებს. დღეს იმაზე მეტი ადამიანი გამოვიდა, ვიდრე გუშინ და ეს პროტესტი არ შეწყდება სანამ, რუსულ კანონზე ივანიშვილის გუნდი საბოლოოდ არ იტყვის უარს
არა რუსულ კანონს! - ბოლო ერთი კვირაა ამ სლოგანმა მთელი ქვეყანა გააერთიანა. რუსული კანონის წინააღმდეგ ქუჩაში დგას ათასობით ადამიანი ერთადერთი მოთხოვნით - არ გვინდა რუსეთი, ვირჩევთ ევროპას. დარბევის მიუხედავად, მოქალაქეები არ იღლებიან და არ აპირებენ სახლში წასვლას. პარლამენტის უკანა შესასვლელიდან პროტესტმა ცოტა ხნის წინ დედაქალაქის გამზირზე გადაინაცვლა
რა ხდება რუსთაველის გამზირზე - ნანუკა ქაჯაია გიყვებათ.