ბრძოლის წინა ხაზზე სტუდენტები დგანან - მსვლელობა პარლამენტის შენობამდე

17.04.24 20:09
ბრძოლის წინა ხაზზე სტუდენტები დგანან - მსვლელობა პარლამენტის შენობამდე

 

ბრძოლის წინა ხაზზე სტუდენტები დგანან. 8 უმაღლესი სასაწავლებლის წარმომადგენლები მარშით მივიდნენ პარლამენტის შენობასთან. დღესაც ხელისუფლება უპირველეს ყოვლისა იმ ახალგაზრდების ხმას გაიგებს, ვინც პირობა დადო, რომ ამ ბრძოლას ბოლომდე მიიყვანს. არა რუსულ კანონს - კი ევროპას - ამ სლოგანით სტუდენტები მესამე დღეა ქუჩაში დგანან. 

აქციას ესწრებიან სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებსაც, დარბევის პრევენციისთვის, პირველადი დახმარების ინვენტარი აქვთ წამოღებული, რათა საჭიროების შემთხვევაში, დახმარება გაუწიონ ხალხს.

შევაგროვეთ წყალბადის ზეჟანგი, ფიზიოლოგიური ხსნარი, ნიღბები და ყველა ის მასალა, რაც პირველადი დახმარებისთვის არის საჭირო. არ შეშინდეთ, თუ დაგარბევენ, იპოვეთ თეთრხალათიანები, რომლებიც დახმარებას აღმოგიცენენ", - ამბობს სტუდენტი.

სტუდენტები აუდიტორიებს მას შემდეგ დაუბრუნდებიან, როდესაც ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხე აღარ დაემუქრება. ამისთვის კი აუცილებელია ხელისუფლება აიძულონ რუსული კანონი უკან გაიწვიოს. გამარჯვების გამოცდილება ახალგაზრდებს უკვე აქვთ. შარშან სწორედ მათ თქვეს გადამწყვეტი სიტყვა და ერთი წლის შემდეგაც დარწმუნებული არიან, რომ ეს ბრძოლაც ხალხის სასარგებლოდ დასრულდება.

სტუდენტების პროტეტსის შესახებ ანა მდივანი გიყვებათ

 

მსგავსი სიახლეები