"ოცნებას" აქვს მტკიცე გეგმა, საქართველო წაიყვანოს რუსეთის მიმართულებით - ეკა გიგაური

17.04.24 20:31
"ოცნებას" აქვს მტკიცე გეგმა, საქართველო წაიყვანოს რუსეთის მიმართულებით - ეკა გიგაური

"ოცნებას" აქვს მტკიცე გეგმა, საქართველო წაიყვანოს რუსეთის მიმართულებით - ამის შესახებ აქციაზე მყოფმა 'საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა "პირველებთან" განაცხადა.

გიგაურის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთის, რომ საქართველო არ გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი. 

"ოცნებას" აქვს მტკიცე გეგმა, საქართველო წაიყვანოს რუსეთის მიმართულებით. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველო არ გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი. გასულ წელს, როდესაც რუსულ კანონს იღებდნენ, კარგად იცოდნენ, რა რეაქცია იქნებოდა დასავლეთის მხრიდან. ახლა უკვე ჩვენ ვუახლოვდებით მეორე ეტაპს ევროკავშირთან  დაახლოების, ამასაც ისინი გრძნობენ და შესაბამისად, კიდევ ერთხელ შემოიტანეს ეს კანონი", - ამბობს ეკა გიგაური.

მსგავსი სიახლეები