"ოცნების" გამოცხადებული ნადირობა მშვიდობიან მომიტინგეებზე - ვის ადებენ ხელს სასტიკად ნაცემი აქციის მონაწილეები

17.04.24 21:02
"ოცნების" გამოცხადებული ნადირობა მშვიდობიან მომიტინგეებზე - ვის ადებენ ხელს სასტიკად ნაცემი აქციის მონაწილეები

ხელისუფლების სამაგალითო სადამსჯელო ოპერაცია. სასტიკად ნაცემი ლევან ბუდაღაშვილის პირველი კადრები კლინიკიდან და პირველი ინტერვიუ უმძიმესი ღამის შემდეგ. დაკავებულ ბუდაღაშვილს პირადად ზვიად ხარაზიშვილი ანუ იგივე "ხარება" ცემდა და თან ამ ყველაფერს ტელეფონით იღებდა. დაკავებულზე ანგარიშსწორება ავტომანქანაში მთელი ნახევარი საათი გრძელდებოდა. დაზარალებული ყვება, რომ ხარება, მას ცემდა, აფურთხებდა და ემუქრებოდა, რომ ვერსად დაემალებოდა.  

ლევან ბუდაღაშვილის მსგავსად კლინიკაშია 29 წლის ისტორიის მასწავლებელი. თორნიკე მარუაშვილს, რომელსაც ყბის ძვლები აქვს დამტვრეული მთელი ღამე ეძებდნენ და ბოლოს საავადმყოფოში მიაკვლიეს. ოცნების გამოცხადებული ნადირობა მშვიდობიან მომიტინგეებზე მძიმე შედეგებით დასრულდა. ახალგაზრდებს ქუჩა-ქუჩა დასდევდნენ და სასტიკად უსწორდებოდნენ. მხოლოდ პირველების კამერამ არერთი ფაქტი დააფიქსირა, როგორ უსწორდებიან დასუჯელობით გათამამებული რობოკოპები აქციის მონაწილეებს.

დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები