ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში - არის მსხვერპლი

10.07.21 11:09
ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში - არის მსხვერპლი

თელავში,სოფელ კისისხევში გვიან ღამით ავარია მოხდა. შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ახალგაზრდა ქალი. 

თვითმხილველების ინფორმაციით, ქალს მსუბუქი ავტომობილი  დაეჯახა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღევის მუხლით მიმდინარეობს.