ხმაური და დაპირისპირება კანცელარიასთან - დაშავებულია "ტვ პირველის" ოპერატორი
ხმაური და დაპირისპირებაა ამ წუთებში მთავრობის კანცელარიასთან - დაშავებულია "ტვ პირველის" ოპერატორი.
დაპირისპირება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ აქციის მონაწილეებს ადმინისტრაციაში შესვლის უფლება არ მისცეს.
ირაკლი კობახიძე კანცელარიასთან მისულ აქციის მონაწილეებთან შესახვედრად არ ჩამოდის.
აქციის მონაწილეების გეგმა ასეთია:
- რუსული კანონპროექტის გაწვევა,
- დაკავებულების გათავისუფლება,
- პრემიერთან შეხვედრა