„ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 200 დოზა საქართველოშია

10.07.21 11:21
„ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 200 დოზა  საქართველოშია

„ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 200 დოზა საქართველოშია. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დილით ჩამოვიდა.

ვაქცინაცია შესაძლებელია 45 წლის და ზედა ასაკის პირებისთვის. „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია შეუძლიათ იმ პირებს, რომლებმაც, გარკვეული ხარვეზების გამო, მეორე დოზები ვერ მიიღეს და ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც პირველ დოზებზე დარეგისტრირდნენ.

მეორე დოზაზე რეგისტრაცია შესაძლებელია პირველი დოზის ჩატარების შემდეგ. „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველ და მეორე დოზებს შორის ინტერვალი 4 კვირიდან (28 დღე) - 12 კვირამდე (84 დღე) პერიოდია.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინას, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, მინიჭებული აქვს გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია.

საქართველომ „ასტრაზენეკას“ დამატებითი დოზები COVAX პლატფორმიდან მიიღო.