ვრცელდება ალეკო ელისაშვილის განრიდების კადრები - ოპოზიციონერი პოლიციამ ძალის გამოყენებით მანქანაში ჩასვა და გაიყვანა
ვრცელდება ალეკო ელისაშვილის განრიდების კადრები - ოპოზიციონერი პოლიციამ ძალის გამოყენებით მანქანაში ჩასვა და გაიყვანა.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, დეპუტატი სავარაუდოდ დაშავებულია. "პირველების" მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ პარლამენტის წევრი გადაადგილებისას ცხვირზე ცხვირსახოცს იფარებს.
"პირველები" დეტალებს ამ წუთებში არკვევს.
პარლამენტის დეპუტატის განრიდებამდე, მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელთან ხმაური დაპირისპირება იყო. ელისაშვილს შენობაში შესვლა სურდა, თუმცა მას პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.