მოდელი მატილდა გვარლიანი: მადლობა ყველას, ვინც გარეთ გადის და ჩვენი მომავლისთვის იბრძვის!

18.04.24 01:23
მოდელი მატილდა გვარლიანი: მადლობა ყველას, ვინც გარეთ გადის და ჩვენი მომავლისთვის იბრძვის!

 ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი Instagram-ზე მორიგ "სთორის" ავრცელებს.

"ჩემი საქართველო, მადლობა ყველას, ვინც გარეთ გადის და ჩვენი მომავლისთვის იბრძვის!"- წერს მოდელი.

ბოლო რამდენიმე დღეა, რუსული კანონის საწინააღმდეგო და პროევროპულ პოსტებს ცნობილი ადამიანები ერთი მეორეს მიყოლებით ავრცელებენ. 

"არა რუსულ კანონს", "საქართველოს მომავალი ევროპაშია", "საქართველო ევროპაა" - ასეთია იმ "სთორების" შინაარსი, რომელიც  Instagram-ზე აქტიურად გვხვდება. 

აქტიურობენ ცნობილი ქართველი ქართველი სპორტსმენები. კანკავა, კვარაცხელია, მამარდა - ქართველი ფეხბურთელების პროევროპულ პროტესტზე The Guardian წერს.

საერთაშორისო გამოცემა წერს, რომ ქართველი ფეხბურთელები „გარე გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს სოციალურ ქსელებში ერთ-მეორეს მიყოლებით აპროტესტებენ.