პარლამენტში ონლაინმედიის ჟურნალისტებს დღესაც არ შეუშვებენ
საქართველოს პარლამენტში ონლაინმედიის ჟურნალისტებს დღესაც არ შეუშვებენ - მიზეზი საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების ყვითელი დონის მოქმედებაა.
პარლამენტი ამტკიცებს, რომ ამ ნაბიჯით უსაფრთხო გარემოს მაქსიმალურად დაიცავენ.
საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 18 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შეზღუდვა არ შეეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს", - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, უსაფრთხოების ყვითელი დონე საკანონმდებლო ორგანოში 15 აპრილიდან მოქმედებს.
ფოტო - "რადიო თავისუფლება".